GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.
GASTRONOME GROUP-ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს ჰოსთესის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრის დახვედრა და დადებითი განწყობის შექმნა ;
შემომავალ ზარებზე პასუხი, ჯავშნების მიღება და კონტროლი;
საჩივრების მიღება და მათი მოგვარება;
თავაზიანი და სწრაფი მომსახურება
სტუმრის გაცილება
მოთხოვნები:
ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
ინგლისური ენის ცოდნა
კარგი გადმოცემის უნარი
სასურველია სამუშაო გამოცდილება მასპინძლობის სფეროში
ანაზღაურება: 800 ლარი ( 6 თვის შემდეგ + 10 % )
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი, კვირაში 40 სამუშაო საათი.
ლოკაცია : თბილისი
თუ თქვენი ღირებულებები ზუსტად შეესაბამება ჩვენს მაღალ სტანდარტებს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.