ბრენდ მენეჯერი

11 მაისი - 10 ივნისი
დეტალები
მისამართი
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი

ვაკანსიის აღწერა

პარფიუმერული ქსელი „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სწრაფად განვითარების პარალელურად კომპანია უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო სიახლეებმა და პრეზენტაციებმა დაუყოვნებლივ მოაღწიოს ქართველ მომხმარებლამდე.  ჩვენი პრიორიტეტი  ხარისხი და მრავალფეროვნებაა. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას.

„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას  ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 17ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00–18:00;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბრენდის გაყიდვების ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმარება და გაყიდვების სტიმულირება;
  • ბაზარზე ბრენდის პოზიციონირების ანალიზი და მომხმარებლების მიზნობრივი ჯგუფის განსაზღვრა;
  • ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე მომწოდებელი კომპანიის მიერ განსაზღვრული ბრენდის მისიის, მიზნების და სტრატეგიის განხორციელება;
  • გაყიდვების გეგმების მომზადება/პროცესის კონტროლი;
  • გაყიდვების შედეგების ანალიზი;
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ჩართულობა და მისი ეფექტურობის შეფასება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება 2 წელი აღნიშნულ პოზიციაზე;
დამატებითი ინფორმაცია:

  • კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
  • ტესტირება;
  • გასაუბრება HR და კომერციულ დეპარტამენტებთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 11 ივნისი,  2023 წელი. 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
მისამართი
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
11 მაისი - 10 ივნისი