სივრცის კონსულტანტი - ბათუმი

16 May - 15 June
Details
Address
აჭარა
Salary
Not specified
Employment type
Shifts
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

პარფიუმერული ქსელი „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სწრაფად განვითარების პარალელურად კომპანია უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო სიახლეებმა და პრეზენტაციებმა დაუყოვნებლივ მოაღწიოს ქართველ მომხმარებლამდე.  ჩვენი პრიორიტეტი  ხარისხი და მრავალფეროვნებაა. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას.

„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი
სამუშაო პირობები - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი (I ცვლა - 10:00-15:30 სთ; II ცვლა - 15:30-21:00 სთ)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პირველადი კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;
  • მომხმარებლისთვის მიმდინარე აქციების შესახებ საბაზისო ინფორმაციის შეთავაზება;
  • საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შეფუთვა; 
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიის სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV 2023 წლის 16 ივნისამდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Location
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
16 May - 15 June