კომპანია "ჯითი მოტორსი" საავტომობილო ბრენდების- Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW, Mini ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის მოადგილე პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება და ანალიზი;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) და კომპანიის პროცედურებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
- სააღრიცხვო ოპერაციების კონტროლი;
- კომპანიის ფინანსური ტრანზაქციების მონიტორინგი;
- თვის დახურვის პროცესში ჩართულობა და შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება, წარდგენა მენეჯერისთვის;
- ხარჯების ბიუჯეტთან შესაბამისობის ანალიზი;
- საგდასახადო ანგარიშგების მომზადება;
- სხვადასხვა ტიპის კალკულაციების მომზადების პროცესში ჩართულობა (იმპორტი/ექსპორტი/გადასახადები);
- ხარჯების კალკულაციის პროცესების ოპტიმიზაციის და ავტომატიზაციის პროცესში ჩართულობა;
- წლიური ფინანსური აუდიტის წარმართვაში მონაწილეობის მიღება;
- ხელფასის დარიცხვის უწყისის მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება ან/და მონიტორინგი;
- დაქვემდებარებული სტრუქტურის და თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
- კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი (ფინანსური აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office: Word; Excel).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!