კომპანია "ჯითი მოტორსი" საავტომობილო ბრენდების- Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW,Mini ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბუღალტრულ პროგრამა ორის-5-ში მუშაობის გამოცდილება;
- rs.ge - ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
- კომპანიის დამკვეთებთან არსებული გადახდის პირობების მონიტორინგი, დამუშავება და ზედამხედველობა;
- დავალიანების მქონე დებიტორებთან მუდმივი კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და კონტროლი (სატელეფონო ზარები, სმს-ის გაგზავნა, ელექტრონული კომუნიკაცია, ინვოისის, ანგარიშ-ფაქტურის, შედარების აქტის, სააღრიცხვო ბარათის მუდმივი კონტროლი);
- გაფორმებული საავანსო შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური მონიტორინგი და ანალიზი;
- გაფორმებული საავანსო შეკვეთების სისწორის დადგენა და გადამოწმება ბუღალტრულ სისტემაში და შესაბამის პასუხისმგებელ დეპარტამენტებთან;
- კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
- დახურული საავანსო შეკვეთების კონტროლი საბუღალტრო სისტემაში და კომპანიის DMS-თან შესაბამისობაში;
- დებიტორული და საავანსო ნაშთების რეპორტის მომზადება, ვადიანობის (Aging) დადგენა და მისი წარდგენა კომპანიის ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელისთვის;
- ყოველკვირეული რეპორტის წარმოება და ყოველთვიურად ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაცია;
- დებიტორული დავალიანების და მიღებული ავანსების ყოველთვიური ჯამური რეპორტების მომზადება და წარდგენა ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე;
- მომხმარებლებთან თანხის დაბრუნების დოკუმენტალური მონიტორინგი და საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვის კონტროლი;
- კომპანიაში გაფორმებული ხელშეკრულებების (PDF ასლი) მიღება, დაარქივება, ვადების კონტროლი, ხარვეზიანი ხელშეკრულებების გადამოწმება და დანართების აღრიცხვა;
- დაუდასტურებელი და უარყოფილი ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
- უიმედო ან/და საეჭვო ვალების ბაზის შექმნა და წარდგენა ფინანსური და იურიდიული სამსახურისთვის შემდგომი რეაგირებისთვის;
- საწარმოს გადახდილი ავანსების და კრედიტორული დავალიანების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება და მონიტორინგი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ბრუნვადობის კოეფიციენტების ეფექტური გაუმჯობესება;
- ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანების ოპტიმიზაციის ეფექტური გზების მოძიება, რეკომენდაციის გაცემა და პოლიტიკის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსური აღრიცხვის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
- ბუღალტრულ ტრანზაქციებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ცხრილებთან მუშაობის უნარი, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!