სტანდარტული

ანაზღაურებადი სტაჟირება ავტოსერვისში

18 მაისი - 17 ივნისი
დეტალები
მისამართი
115 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სტაჟირება
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
უნარები
პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა

ვაკანსიის აღწერა

შპს „ჯი-თი მოტორსი“, რომელიც  არის Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW და MINI საავტომობილო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში იწყებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას საავტომობილო სერვისის ყველა მიმართულებით.

თუ გაინტერესებთ ავტო სფერო და ხართ მოტივირებული, განავითაროთ თქვენი ტექნიკური უნარ-შესაძლებლობები, გეძლევათ შანსი გაიაროთ პრაქტიკული სწავლება ჩვენს ავტოსერვისში და შეისწავლოთ მაღალანაზღაურებადი პროფესია საერთაშორისო ბრებდების სტანდარტების მიხედვით.
კანდიდატები დასაქმდებიან ავტოსერვისის ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის სამღებრო-სათუნუქე საქმიანობა, სავალი ნაწილის, ტრანსმისიის, ძრავის და ელექტროობის შეკეთება.

სტაჟირების გავლის შემდეგ, წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან კომპანიაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტოსერვისში შემოსული ავტომობილის მომსახურება-შეკეთებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
მოთხოვნები:

  • სასურველია საავტომობილო სფეროს ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;
პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • პუნქტუალურობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV.

გისურვებთ წარმატებას!

მისამართი
155 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი, საქართველო
18 მაისი - 17 ივნისი