Standart

ავტოდამტვირთველის მძღოლი - ბათუმი

19 May - 18 June
Details
Address
Rezo Tabukashvili St, ბათუმი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Skills
პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

Vacancy description

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. 

ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სეზონურ ავტოდამტვირთველის მძღოლის პოზიციაზე ქ. ბათუმში (დასაქმების პერიოდი 01.06-დან 30.09-ის ჩათვლით).

ოფისის მისამართი: ქ.ბათუმი, თაბუკაშვილის ქ. # 17ა;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი; 
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი და გამომუშავებით (1200 ლარი); 

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • დისტრიბუციის მანქანების და ტრაილერების დატვირთვა/დაცლა. სასაწყობე მეურნეობაში საქონლის განთავსება / დალაგება მოთხოვნის შესაბამისად;
  • პროდუქციის დასაწყობება დადგენილი წესის მიხედვით; ყოველი პროდუქტისთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილას,  უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:

  • საშუალო განათლება
  • სასაწყობე მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • სხარტი აზროვნება.
დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ გთავაზობთ: 

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
როგორ დაგვიკავშირდეთ:

  • დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე
  • ტელეფონით: 599 48 92 23/ 505 55 73 06
  • ან მობრძანდით მისამართზე:  თაბუკაშვილის ქ.#17ა; ქ. ბათუმი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

შერჩევის ეტაპები:

  • ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Category
Warehouse and packaging
Logistics
Location
10 ბიძინა კვერნაძის ქუჩა, თბილისი 0162, საქართველო
Socials
19 May - 18 June