სტანდარტული

საწარმოო დანადგარის ოპერატორი (მბეჭდავი)

22 მაისი - 21 ივნისი
დეტალები
მისამართი
3 დიდი ხეივანის შესახვევი, თბილისი
ხელფასი
1500 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
უნარები
საწარმოო საბეჭდ დანადგარზე და/ან რომელიმე საწარმოო დანადგარზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა

ვაკანსიის აღწერა

კომპანია შვიდი მითი 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ერთ-ერთი სამუშაო მიმართულება საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალების წარმოებაა. საწარმო აღჭურვილია ვაკუმ და თერმო შეფუთვების მწარმოებელი მანქანა-დანადგარებით.

შ.პ.ს. „შვიდი მითი“  თერმო და ვაკუმ შეფუთვების საწარმოში აცხადებს ვაკანსიას: საწარმოო დანადგარის  ოპერატორი (მბეჭდავი)

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოო დანადგარზე, კერძოდ ფლექსოგრაფიული ბეჭდვის დანადგარზე მუშაობა, პროდუქციაზე ბეჭდვის სრული ციკლის წარმართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, კომპატენციის ფარგლებში მცირე, ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

სამუშაოს სპეციფიკა და მოთხოვნები:

  • საწარმოო საბეჭდ დანადგარზე და/ან რომელიმე  საწარმოო დანადგარზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა;
  • ფიზიკურად შრომისუნარიანი;
  • პუნქტუალური, დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
  • დიდ დიღომში და მიმდებარე  ტერიტორიაზე მაცხოვრებელ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა. 

სამუშაო განაკვეთი:

  • კვირაში ხუთი სამუშაო დღე (ორშაბათი-პარასკევი).
  • სამუშაო საათები: 09:00 – 18:00.


ანაზღაურება: 1500 ლარი, პლუს ბონუსი პერიოდულად.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ან წერილი თქვენი სამუშაო გამოცდილებისა და საკონტაქტო მონაცემების მითითებით. რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა  2023  წლის  22 ივნისი

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია(რეზიუმე)

შვიდ მითში თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არგადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს:

 

http://shvidimeat.com/ge/


გისურვებთ წარმატებას!

 

 



 

მისამართი
3 დიდი ხეივანის შესახვევი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
22 მაისი - 21 ივნისი