კომპანია „შვიდი მითი“ 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, მისი სამუშაო სფერო რამოდენიმე მიმართულებას მოიცავს: ეს არის როგორც კვების პროდუქტებისთვის საჭირო საკვები საღებავებისა და ინგრედიენტების წარმოება, რეალიზაცია, ასევე საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალების წარმოება. კომპანიას აქვს ვაკუუმ და თერმო შეფუთვების წარმოების საკუთარი საწარმო.
დღეს, კომპანია "შვიდი მითი" ასოცირდება სანდო, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ და წარმატებულ პარტნიორ კომპანიად.