პრემიუმ კლასის მაღაზია “გრილსი” (ვებ-გვერდი: www.grills.ge) აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 700 ლარი (Net) + ბონუსი;
- სრული განაკვეთი - კვირაში 5 სამუშაო დღე;
- მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი # 30 ბ; ვაჟა-ფშაველას გამზირი # 70, (სითი მოლი);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება, ფასების განთავსება, სექციების მოწესრიგება;
პიროვნული თვისებები:
- დარწმუნების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებებს!