ახალი ავტომობილების გაყიდვების წარმომადგენელი

12 ივნისი - 12 ივლისი
დეტალები
მისამართი
76 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
09:30 - 18:30
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
გაყიდვები
უნარები
ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ვაკანსიის აღწერა

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ახალი ავტომობილების გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

 

მდებარეობა: თბილისი (ფორდის ავტო ცენტრი)

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:


  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
  • კონკურენტულ საბონუსე სქემას;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:


  • გაყიდვების მიზნით კლიენტებთან კომუნიკაცია;
  • დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
  • კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზებების გაკეთება;
  • დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღება, მიღებული მონაცემების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი;
  • განაცხადის მომზადება და პროექტის დამტკიცება რისკების მენეჯერთან;
  • პროექტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების გავლა და დოკუმენტაციის გაფორმება;
  • არსებული და პოტენციური კლიენტების სერვისი, მათი საჭიროებების მიხედვით კოორდინაცია განყოფილებებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  


  • უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

დამატებითი უნარ-ჩვევები:


  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

კატეგორია
ფინანსები
მისამართი
76 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0179, საქართველო
სოციალური ქსელები
12 ივნისი - 12 ივლისი