სტანდარტული

აღმზრდელ პედაგოგი

16 ივნისი - 16 ივლისი
დეტალები
მისამართი
25 გაბრიელ ისაკაძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
განათლება
ბაკალავრი
უნარები
პუნქტუალური, აქტიური და კომუნიკაბელური

ვაკანსიის აღწერა

ვეძებთ აღმზრდელ-პედაგოგს, როგორც გოგოს ასევე ბიჭს. თუ ხარ დაინტერესებული ადრეული განათლებით, ხარ ენერგიული და გიყვარს პატარებთან ერთიერთობა, ეს ვაკანსია შენთვისაა. ფელიქსი გუნდის ახალ წევრებს სთავაზობს მოსამზადებელ ტრენინგებს ბავშვებთან მუშაობის პრინციპების და მეთოდოლოგიის უკეთ გასაცნობად და მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც დიდებიც და პატარებიც ვითარდებიან.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

აუცილებელი მოთხოვნა:

  • უმაღლესი  განათლება
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად შერჩევის პროცესში
  • ასევე უპირატესობად ჩაითვლება შემოქმედებითი უნარები_ მუსიკალური, ხატვის და სხვა.
პიროვნული თვისებები და უნარები:

  • შემოქმედებითი
  • ორიენტირებული პროფესიული განვითარებაზე
  • პუნქტუალური
  • აქტიური და კომუნიკაბელური
  • მრავალფეროვნების მიღების უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
ფუნქციები და მოვალეობები:

  • აღსაზრდელების უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ზრუნვა
  • ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, თვითმოვლის უნარ-ჩვევების განვითარება.
  • ბავშვის ფსიქო-სოციალური და ფსიქო-ემოციური უნარების განვითარებაზე ზრუნვა.
  • ბავშვების განვითარების  შეფასება სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ (შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით).
  • თანამშრომლობა მულტიდისციპლინარულ გუნდთან და სამუშაო პროცესში  მათი რეკომენდაციების გათვალისწინება;
  • თანამშრომლობა მშობლებთან და მათი ჩართულობის გაზრდა საგანმანათლებლო პროცესში.
  • მეთოდისტის უშუალო ხელმძღვანელობით და სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით  ჯგუფის დღიური განრიგის, გრძელვადიანი სასწავლო გეგმის შემუშავება/განვითარება.
  • სასწავლო წლის და სემესტრის შემაჯამებელი/დამამთავრებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და პროცესში მონაწილეობა.
  • განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა. ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე, ტრენინგებში მონაწილეობის მიღება და სხვ.
  • ბავშვთა უფლებების კონვენციის ცოდნა;
  • ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების ცოდნა.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ფოტო-სურათით და სამოტივაციო წერილი.
მისამართი
25 გაბრიელ ისაკაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
16 ივნისი - 16 ივლისი