მონდე დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- მიმდინარე პროექტების სრულყოფილად შესწავლა
- შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება
- სატელეფონო ზარების განხორციელება
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრის ჩანიშვნა (გაყიდვების მენეჯერს არ უწევს პოტენციური კლიენტების მოძიება-მოზიდვა)
- სათაო ოფისში მოსული კლიენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება და ბინის შერჩევა
- ობიექტებზე ვიზიტი საჭიროებისამებრ
- კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმებამდე (საოპერაციო საკითხების მოგვარება, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა, არ ეხება გაყიდვების მენეჯერს)
პიროვნული თვისებები და უნარები:
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
- მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
- კრეატიული აზროვნება
- კომუნიკაბელურობა
- ორგანიზებულობა
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი
- დროის მართვის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა
- ასაკი 23 წლიდან 35 წლამდე (სტუდენტები არ განიხილება სამუშაოს სრული გრაფიკიდან გამომდინარე)
ანაზღაურება: 1000 ლარიდან 7000 ლარამდე (ფიქსირებული 800 ლარი+მზარდი ბონუსი)
ბენეფიტები:
- უძრავი ქონების გაყიდვების ტრენინგი
- ულიმიტო სასაუბრო
- თვის ჭრილში 100-200 პოტენციური კლიენტი მენეჯერზე კომპანიის მხრიდან
ოფისის მისამართი: თბილისი, საბურთალო, ბიძინა კვერნაძის 7/პავლე ასლანიდის 12 (სპორტის სასახლის გვერდით)
სამუშაო საათები 11:00 -19:00 საათი, ორშაბათი-პარასკევი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.