ვეძებთ გულისხმიერ, ენერგიულ, ერთგულ და შემოქმედებით გოგონებს და ბიჭებს პედაგოგის პოზიციაზე!
აუცილებელი მოთხოვნა: ბაკალავრის განათლება (სფეროს მნიშვნელობა არ აქვს).
უპირატესობად ჩაითვლება შემოქმედებითი უნარები_ მუსიკალური, ხატვის და სხვა.
ფუნქციები და მოვალეობები:
აღსაზრდელების უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ზრუნვა
ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, თვითმოვლის უნარ-ჩვევების განვითარება, ფსიქო-სოციალური და ფსიქო-ემოციური უნარების განვითარებაზე ზრუნვა.
ბავშვების შეფასება და პორტფოლიოს წარმოება სასწავლო წლის განმავლობაში.
თანამშრომლობა მულტიდისცპლინარულ გუნდთან.
მეთოდისტის უშუალო ხელმძღვანელობით და სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით ჯგუფის დღიური განრიგის, გრძელვადიანი სასწავლო გეგმის შემუშავება/განვითარება.ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე, ტრენინგებში და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.
მეთოდისტთან ერთად წლის დამამთავრებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.