აღმასრულებელი ასისტენტი (ბიზნეს-ასისტენტი)
ბლუ უოთერსის გუნდი ეძებს ახალ წევრს- აღმასრულებელ ასისტენტს!
Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციე წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების წარმოების, მონტაჟის და მომსახურების სფეროში.
ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდიში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
ჩვენი ამჟამინდელი მიზანია ბიო-გამწმენდი დანადგარების მიმართულებით ავითვისოთ ახალი ბაზრები (აზერბაიჯანი, სომხეთი).
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: bluewaters.ge
რატომ გამოცხადდა ვაკანსია:
პროდუქციის ასორტიმენტის და ბაზრის მოცულიბს ზრდასთან ერთად კომპანიის ხელმძღვანელს სჭირდება აღმასრულებელი ასისტენტი.
ვის ვეძებთ:
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული და მიაღწევს მას 110%-ით. ასისტენტი უშუალოდ კომპანიის ხელმძღვანელთან მუშაობს, ამიტომ მას საუკეთესო თვისებები უნდა ჰქონდეს. ასისტენტმა კარგად უნდა იცოდეს ინგლისური და რუსული ენები.
პოზიციის მისაღებად რამდენიმე ეტაპის გადალახვა მოგიწევთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ საუკეთესო პირობები შევქმნათ ბაზარზე.
ჩვენი კომპანიის ფასეულობები:
კარიერული განვითარების სურვილი
სისწრაფე და მოქნილობა
ყოველთვის ისწრაფე განვითარებისკენ, ყოველ წუთს
სრული პასუხისმგებლობა ყოველ სიტყვასა და მოქმედებაზე
მიიყვანე ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე
არ მოიტყუო. არასოდეს.
იყავი ყოველთვის პოზიტიური და კრეატიული
რა პირობებს გთავაზობთ:
ანაზღაურება: 1,500 - 2,000 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა გასაუბრების შედეგებზე)
რეალური კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
ბიზნეს პროცესებში გამოცდილების მიღების შესაძლებლობა
კორპორატიული დაზღვევა
სატელეფონო ლიმიტი
სამუშაო განრიგი:
არანორმირებული
ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე
Რა უნდა გააკეთო:
სხვადასხვა პროფესიული/პირადი დავალების შესრულება
ბიზნეს პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაგეგმვა/ მონაწილეობა
შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის დამუშავება
ჩვენს ექსპერტებსა და კლიენტებს შორის შეხვედრების კოორდინაცია
ანგარიშების შევსება CRM სისტემაში
მონაწილეობა კომპანიის შეხვედრებში
ჩართულობა კომპანიის პროცესის გაუმჯობესებაში
ინგლისურ და რუსულ ენებზე დოკუმენტაციის წარმოება/თარგმნა
სხვადასხვა დეპარტამენტის სამუშაოების დაგეგმვა, კონტროლი, აღსრულება
სხვადასხვა მიმართულებების მიმდინარე სამუშაოების კონტროლი
მოთხოვნები:
აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა (B2-C1)
აუცილებელია მართვის მოწმობა
აუცილებელია საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
მზაობა მივლინებებისთვის, არანორმირებული სამუშაო გრაფიკისთვის
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://wrk.ge/FTUGFC
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.