ბლუ უოთერსი

Category
Sales
Construction
Slogan
შენთან გვიგულე
Socials

Employer summary

საქართველოს მოსახლეობის 40%-ს ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან, ამიტომ პრობლემის მოსაგვარებლად ტრადიციულ ხერხს, კუსტარულად ამოთხრილ ჭას მიმართავენ. ცენტრალური კანალიზაციის ეს ალტერნატივა კი აბინძურებს ნიადაგსა და წყალს, ტოვებს უსიამოვნო სუნს და საბოლოოდ, ის რაც შეუმჩნეველი უნდა იყოს, ყოველდღიურ თავის ტკივილად იქცევა ხოლმე. ეს პრობლემა გახდა ჩვენი ინსპირაცია და საკუთარ თავზე ავიღეთ მისია, რომ მარტივად გადაგვეჭრა კანალიზაციასთან არსებული პრობლემები. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ საქართველოს ბაზარზე ჩამდინარე წყლების ბიოგამწმენდი დანადგარების შემოტანა, რომლებიც ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის იდეალური ალტერნატივაა. ჩვენ გვჯერა, რომ ამ (საყოფაცხოვრებო) საკითხის მოგვარება – აერაციული ბიოგამწმენდი სისტემის ტექნოლოგიების დანერგვითაა შესაძლებელი. ასე გავხდით თქვენი ცხოვრების შეუმჩნეველი ნაწილი. თავდაპირველად, ჩვენ კარგად გავეცანით მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას, ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, დავუკავშირდით არა ერთ უცხოურ კომპანიას, ზედმიწევნით შევისწავლეთ მათი სისტემის სპეციფიკა, ტექნოლოგიები და გადავწყვიტეთ მათთან თანამშრომლობის დაწყება. 2021 წლის დასაწყისში ჩვენ აქტიურად დავიწყეთ საქმიანობა. დავაარსეთ კომპანია -Blue Waters, გავაფორმეთ ექსკლუზიური წარმომადგენლობითი კონტრაქტები მომწოდებლებთან და ოფიციალურად შემოვიტანეთ პროდუქცია საქართველოს ბაზარზე. აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის ევროპულმა გამოცდილებამ წარმატებით იმუშავა მთელი საქართველოს მასშტაბითაც და დღეს, Blue Waters-ის სერვისზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

Popular vacancies

No vacancies found Discover vacancies