"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს- მემონტაჟეს (წყლის ფილტრაციის სისტემების მიმართულებით)!
Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის, მომსახურებისა და წყლის ფილტრაციის სისტემების სფეროში.
ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
Წყლის ფილტრაციის სისტემები გამოიყენება მაღალი ხარისხის სასმელი წყლის მისაღებად.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge
იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, “ბლუ უოთერსის” გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.
რას გთავაზობთ:
საბაზისო ანაზღაურებას 1000 ლარის ოდენობით + საშუალოდ გამომუშავებული ბონუსი 1500 ლარი
კარიერული ზრდის შესაძლებლობა
სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
საწვავის ხარჯების ანაზღაურება
მცოცავი სამუშაო გრაფიკი
სამონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად დროის წინასწარ შეთანხმდება
სამუშაოს აღწერა:
Წყლის ფილტრაციის სისტემების მონტაჟი კერძო სახლების, აგარაკების, კომერციული ობიექტებისთვის.
მოთხოვნები:
სპეციალისტი საინჟინრო/სამშენებლო გამოცდილებით, რომელიც მაღალი ხარისხით განახორციელებს ჩვენი ავტონომიური საკანალიზაციო სისტემების მონტაჟს
საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-3 წელი
Მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი (საწვავის და ცვეთის ხარჯებს აანაზღაურებს კომპანია)
განვიხილავთ ინდ. მეწარმის სტატუსის მქონე კანდიდატებთან თანამშრომლობასაც
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://wrk.ge/mcYlP8
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.