"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს- სატელეფონო გაყიდვების მენეჯერს!
Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge
იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, “ბლუ უოთერსის” გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.
რას გთავაზობთ:
ანაზღაურება- 3000 ლარი (ფიქსირებული 1000 ლარი ხელზე ასაღები; საშუალოდ გენერირებული ბონუსი 2000 ლარი)
კარიერული ზრდის შესაძლებლობა
შიდა სასწავლო სისტემა
სატელეფონო ლიმიტი
ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაოს აღწერა:
შემომავალი მოთხოვნების დამუშავება (სოციალური მედიის, სატელეფონო ზარების და სხვა არხების მეშვეობით მიღებული "ლიდები")
მუშაობა სცენარის მიხედვით და მომხამერებლთა კვალიფიცირება
ჩვენს ტექნიკურ სპეციალისტსა და მომხმარებელს შორის შეხვედრის დაგეგმვა
CRM სისტემაში ანგარიშების შევსება
მონაწილეობის მიღება დაგეგმვასა და კომპანიის პროცესების გაუმჯობესებაში
გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;
მოთხოვნები:
საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი გაყიდვების მიმართულებით
სამუშაო განრიგი:
5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე.
ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://wrk.ge/llc4bn
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.