"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს- გარე გაყიდვების მენეჯერს!
Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge
იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, “ბლუ უოთერსის” გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.
რას გთავაზობთ:
Ანაზღაურება: 3500 ლარი (ფიქსირებული 1500 ლარი ხელზე ასაღები; საშუალოდ დაგენერირებული ბონუსი- 2000 ლარი)
კარიერული ზრდის შესაძლებლობა (მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია სამუშაოს დაწყებიდან 2-3 თვის ვადაში დაწინაურება გაყიდვების უფროსი მენეჯერის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციამდე)
შიდა სასწავლო სისტემა
სატელეფონო ლიმიტი
ჯანმრთელობის დაზღვა
სამუშაოს აღწერა:
მომხმარებლებთან შეხვედრა, რომლებსაც სურთ ჩვენი პროდუქტის შეძენა (გასვლითი ვიზიტები);
გასვლითი ვიზიტების დაგეგმვა;
პროექტების სრულყოფილად შესწავლა;
პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ხელშეკრულების დადება;
ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება და რეპორტინგი;
კომპანიის საქმიანობის სფეროს კარგად ცოდნა (გაყიდვების პორტფელში არსებული ასორტიმენტი; გაყიდვების პოლიტიკა და სხვა);
არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
მოთხოვნები:
საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-3 წელი გაყიდვების მიმართულებით
პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
პოზიცია ითვალისწინებს გასვლით ვიზიტებს, ამიტომ აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა
საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად (საწვავის და ცვეთის ხარჯებს აანაზღაურებს კომპანია)
სამუშაო განრიგი:
5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე.
ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://wrk.ge/ajbwxq
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.