სტანდარტული

გარე გაყიდვების მენეჯერი

27 თებერვალი - 03 მარტი
დეტალები
მისამართი
ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1500 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
დეპარტამენტი
გაყიდვები

ვაკანსიის აღწერა

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს-  გარე გაყიდვების მენეჯერს!


Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.


კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge


იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, “ბლუ უოთერსის” გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.


რას გთავაზობთ:

 

  • Ანაზღაურება: 3500 ლარი (ფიქსირებული 1500 ლარი ხელზე ასაღები; საშუალოდ დაგენერირებული ბონუსი- 2000 ლარი)

  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა (მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია სამუშაოს დაწყებიდან 2-3 თვის ვადაში დაწინაურება გაყიდვების უფროსი მენეჯერის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციამდე)

  • შიდა სასწავლო სისტემა

  • სატელეფონო ლიმიტი

  • ჯანმრთელობის დაზღვა

სამუშაოს აღწერა:

 

  • მომხმარებლებთან შეხვედრა, რომლებსაც სურთ ჩვენი პროდუქტის შეძენა (გასვლითი ვიზიტები);

  • გასვლითი ვიზიტების დაგეგმვა;

  • პროექტების სრულყოფილად შესწავლა;

  • პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;

  • ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ხელშეკრულების დადება;

  • ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება და რეპორტინგი;

  • კომპანიის საქმიანობის სფეროს კარგად ცოდნა (გაყიდვების პორტფელში არსებული ასორტიმენტი; გაყიდვების პოლიტიკა და სხვა);

  • არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;

მოთხოვნები:

 

  • საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-3 წელი გაყიდვების მიმართულებით

  • პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი

  • პოზიცია ითვალისწინებს გასვლით ვიზიტებს, ამიტომ აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა 

  • საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად (საწვავის და ცვეთის ხარჯებს აანაზღაურებს კომპანია)

სამუშაო განრიგი:


  • 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე. 

  • ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://wrk.ge/ajbwxq


აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.


კატეგორია
გაყიდვები
მშენებლობა
სლოგანი
შენთან გვიგულე
სოციალური ქსელები
27 თებერვალი - 03 მარტი