სტანდარტული

ექსპორტის მენეჯერი

27 თებერვალი - 03 მარტი
დეტალები
მისამართი
ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1000-1500 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს- ექსპორტის მენეჯერს!


Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.


კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge


იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, “ბლუ უოთერსის” გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.


რას გთავაზობთ:


  • ანაზღაურება- 3500 ლარი (ფიქსირებული 1000-1500 ლარი ხელზე ასაღები;  საშუალოდ გენერირებული ბონუსი 2000 ლარი)

  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა

  • შიდა სასწავლო სისტემა

  • სატელეფონო ლიმიტი

  • ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაოს აღწერა:


  • ახალი პარტნიორებეის/დილერების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე, პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთის მიღება ;

  • ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;

  • CRM სისტემაში ანგარიშების შევსება

  • მონაწილეობის მიღება დაგეგმვასა და კომპანიის პროცესების გაუმჯობესებაში

  • გაყიდვების/ექსპორტის გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;

  • რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;

ოთხოვნები:


  •  საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი ექსპორტის მენეჯერად /გაყიდვების მიმართულებით

  • აუცილებელია ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა

  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

  • პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი

სამუშაო განრიგი:


  • 5 სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე. 

  • ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://wrk.ge/rl0NYa


აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.


კატეგორია
გაყიდვები
მშენებლობა
სლოგანი
შენთან გვიგულე
სოციალური ქსელები
27 თებერვალი - 03 მარტი