Standart

გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

27 February - 03 March
Details
Address
ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, თბილისი
Salary
2500 ₾ + Bonus
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
Not specified
Department
Sales

Vacancy description

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - გაყიდვების და მარკეტინგის  დეპარტამენტის ხელმძღვანელს!


Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.


კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge


იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, “ბლუ უოთერსის” გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.


ვის ვეძებთ:


ჩვენ ვეძებთ გაყიდვების და მარკეტინგის  დეპარტამენტის გამოცდილ ხელმძღვანელს, რომელიც შექმნის ჩვენს სფეროში საუკეთესო გაყიდვების გუნდს. იმიტომ, რომ ჩვენი მომხმარებლები იმსახურებენ არა მხოლოდ საუკეთესო დანადგარებს, არამედ გაყიდვებისადმი ყველაზე პროფესიონალურ მიდგომას. 


პოზიციის მისაღებად რამდენიმე ეტაპის გადალახვა მოგიწევთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ საუკეთესო პირობები შევქმნათ ბაზარზე.


რას გთავაზობთ:


  • საშუალო ხელფასი: 5400-8500  ლარი (ფიქსირებული ხელფასი 2500 ლარი + ბონუსი 3900-6000 ლარი)
  • რეალური კარიერული წინსვლის შესაძლებლობა კომერციული დირექტორის პოზიციამდე
  • სატელეფონო ლიმიტი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

Რა უნდა გააკეთო:


  •  გაყიდო პროდუქტი, რომლიც არ შეგარცხვენს მომხმარებელთან;

  • შეიმუშავო გაყიდვებთან დაკავშირებული სტრატეგია და მენეჯმენტის დადასტურების შემდგომ  უზრუნველყო იმპლემენტაცია;

  • Შეისწავლო ბაზრი, გააკეთო კონკურენტების ანალიზი, დაადგინო არსებული ტენდენციები  და გათვალისწინო  დაგეგმარების/ მართვის პროცესში.

  • Შეადგინო გაყიდვების და მარკეტინგის გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები;

  • Დააგენერირო ახალი იდეები  და მოიძიო გზები კომპანიის მიზნების მისაღწევად;

  • Დააგენერირო გაყიდვებთან და მარკეტინგთან დაკავშირებული იდეები და შეიმუშაო ახალი სერვისები;

  • Შექმნა ინსტრუქციები გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტის ეფექტური ფუნქციონირებისთვის;

  • გააანალიზო და გააკონტროლო გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერების შედეგები; 

  • დაამოტივირო გაყიდვების მენეჯერები, რომ მეტი გამოიმუშაონ;

  • განიხილო გაყიდვების დეპარტამენტთან კარგი და ცუდი გარიგებები. დაეხმარო გაყიდვების მენეჯერებს აიმაღლონ კომპეტენცია (გაყიდვის ტექნიკაზე მუშაობა, ტექნიკური ტრენინგის ჩატარება);

  • Გარკვეული პერიოდულობით Აწარმოო ანალიტიკა გაყიდვების და მარკეტინგის შესახებ (მათ შორის, გაყიდვების გუნდის მიერ მიღებული/განხორციელებული ზარების და მიმოწერის მონიტორინგი და რეკომენდაციები კორექტირებისთვის) და წარადგინო ანგარიშები მენეჯმენტთან.

  • Დაგეგმო დეპარტამენტების თანამშრომელთა შერჩევის პროცესი, ჩაერთოო რელევანტური სამუშაო აღწერილობის შემუშავებასა და შერჩევის პროცესში;

  • Უზრუნველყო დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, განვითარება და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა. Მისცე მუდმივი უკუკავშირი დაქვემდებარებულ თანამშრომლებს;

Საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • საჭირო სამუშაო გამოცდილება:  2-3 წელი გაყიდვების და მარკეტინგის  მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე;

  • გუნდის დაკომპლექტების გამოცდილება;

  • პროცესების აწყობის გამოცდილება;

  • პროცედურების ფორმალიზების გამოცდილება;

  • Რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

სამუშაო განრიგი:


  • 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე. 
  • ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://wrk.ge/U5nRal


აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



Category
Sales
Construction
Slogan
შენთან გვიგულე
Socials
27 February - 03 March