Standart

ტექნიკური მენეჯერი

27 February - 03 March
Details
Address
ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
Not specified

Vacancy description

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს- ტექნიკურ მენეჯერს!


Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.


კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge

იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, “ბლუ უოთერსის” გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი


რას გთავაზობთ:


  • საბაზისო ანაზღაურებას 1500 - 2000 ლარის ოდენობით 

  • სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება

  • საწვავის ხარჯების ანაზღაურება 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაოს აღწერა:


  • ჩასატარებელ სამუშაოთა გრაფიკის შედგენა;

  • საწარმოო  სამუშაოთა განხორციელების პროცესის, ხარისხის და ადამიანური რესურსების კონტროლი;

  • წარმოების პროცესისთვის  საჭირო მასალების შეძენა/მარაგების კონტროლი და მართვა;

  • სამონტაჟო სამუშაოებისთვის მომზადების პროცესის და სამუშაოთა განხორციელების ხარისხის კონტროლი;

  • მიმდინარე პროცესების შესახებ მონაცემების შევსება  სხვადასხვა საოფისე პროგრამებში;

  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:


  • სპეციალისტი საინჟინრო/სამშენებლო გამოცდილებით

  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი (საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯები ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ)

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავეhttps://wrk.ge/hvrTCB 


აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.


Category
Sales
Construction
Slogan
შენთან გვიგულე
Socials
27 February - 03 March