სტანდარტული

კლიენტთა მომსახურების უმცროსი სპეციალისტი

09 თებერვალი - 10 მარტი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
დეპარტამენტი
მომხმარებელთან ურთიერთობა

ვაკანსიის აღწერა

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

  • ოფისში შემოსული მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა
  • სოციალური მედიის მართვა (FB Inbox, FB Comments)
  • ქოლ-ცენტრის ფუნქციის შეთავსება (ნაწილობრივ)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office (Excel, Word);
პიროვნული თვისებები:

  • დროის მართვის უნარი;
  • საქმის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • პრიორიტეტების/მიზნების სწორად დასახვის და განსაზღვრის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
კატეგორია
ფინანსები
მისამართი
76 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0179, საქართველო
სოციალური ქსელები
09 თებერვალი - 10 მარტი