Standart

გაყიდვების მენეჯერი

09 February - 10 March
Details
Address
პავლე ასლანიდის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

მონდე დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე


ძირითადი მოვალეობები:


  • მიმდინარე პროექტის ან პროექტების სრულყოფილად შესწავლა
  • შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება
  • სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრის ჩანიშვნა (გაყიდვების მენეჯერს არ უწევს პოტენციური კლიენტების მოძიება-მოზიდვა)
  • სათაო ოფისში ან ობიექტზე მოსული კლიენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება და ბინის შერჩევა
  • კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმებამდე (საოპერაციო საკითხების მოგვარება, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა მსგავსი ტიპის საკითხები არ ეხება გაყიდვების მენეჯერს)

პიროვნული თვისებები და უნარები:


  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
  • კრეატიული აზროვნება
  • კომუნიკაბელურობ
  • ორგანიზებულობა
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობ
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობ
  • ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი
  • დროის მართვის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა
  • ასაკი 23 წლიდან 35 წლამდე (სტუდენტები არ განიხილება სამუშაოს სრული გრაფიკიდან გამომდინარე)

 

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი+მზარდი ბონუსი (ხელფასი საშუალოდ 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ან მეტი)

 

ბენეფიტები:


  • უძრავი ქონების გაყიდვების ტრენინგი
  • ულიმიტო სასაუბრო
  • თვის ჭრილში 100-200 პოტენციური კლიენტი მენეჯერზე კომპანიის მხრიდან

ოფისის მისამართები:


  • სათაო ოფისი: თბილისი, საბურთალო, ბიძინა კვერნაძის 7/პავლე ასლანიდის 12 (სპორტის სასახლის გვერდით)
  • ობიექტზე ოფისი: დიღომი, ანდრონიკაშვილის 1
  • ობიექტზე ოფისი: ვარკეთილის მეორე რიგი (სვანების ბაზრობასთან)
  • ობიექტზე ოფისი: ვაზისუბანი, ნიკო მუსხელიშვილის 12
  • ობიექტზე ოფისი: სამგორის, მოსკოვის გამზირი 9

სამუშაო საათები 11:00 -19:00 საათი, კვირაში 5 სამუშაო დღე


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე.


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Category
Construction
Location
პავლე ასლანიდის ქუჩა, თბილისი, საქართველო
09 February - 10 March