Land Rover, Jaguar, BMW, MINI, Ford, Suzuki-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში - კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტში იაგუარ ლენდ როვერისა და ფორდის ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (მარკეტინგის, კომუნიკაციების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
- მარკეტინგის და კომუნიკაციების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- MS Office -ის პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
ძირითადი მოვალეობები:
- ბრენდების მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- ბრენდების რეგიონალურ ოფისებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და გაიდლაინების მიხედვით აქტივობების დაგეგმვა;
- სოციალური მედიის გვერდებისა და საიტის მონიტორინგი;
- რეგიონალურ ოფისთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- სხვადასხვა აქციების და სარეკლამო საქმიანობების დაგეგმვა და კოორდინირება;
- დაგეგმილი და განხორციელებული კამპანიების ბიუჯეტის მომზადება, კონტროლი და რეპორტინგი;
- სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა;
- ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- რეპორტინგი;
პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა;
- კრეატიული და სხარტი აზროვნების უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას !