მონდე დეველოპმენტი აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას სამშენებლო ობიექტებზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მიმდინარე პროექტის სრულყოფილად შესწავლა
- შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება
- სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრების ჩატარება (გაყიდვების მენეჯერს არ უწევს პოტენციური კლიენტების მოძიება-მოზიდვა)
- ობიექტზე მოსული კლიენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება და ბინის შერჩევა-გაყიდვა
- კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმებამდე (საოპერაციო საკითხების მოგვარება, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა მსგავსი ტიპის საკითხები არ ეხება გაყიდვების მენეჯერს)
პიროვნული თვისებები და უნარები:
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
- მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
- კრეატიული აზროვნება
- ორგანიზებულობა
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (ნებისმიერ სფეროში)
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + მზარდი ბონუსი (ხელფასი საშუალოდ 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ან მეტი)
ბენეფიტები:
- უძრავი ქონების გაყიდვების ტრენინგი
- ტელეფონი და ულიმიტო სასაუბრო
- თვის ჭრილში 100-200 პოტენციური კლიენტი მენეჯერზე კომპანიის მხრიდან
ოფისის მისამართები:
- ობიექტზე ოფისი: დიღომი, ანდრონიკაშვილის 1 (საქალაქო სასამართლოსთან)
- ობიექტზე ოფისი: ვარკეთილის მეორე რიგი (სვანების ბაზრობასთან, ვარკეთილის მეტროსთან)
- ობიექტზე ოფისი: სამგორი, მოსკოვის გამზირი 9 (ქვედა სამგორის მეტროსთან)
- ობიექტზე ოფისი: აფრიკა, ჭიჭინაძის ქუჩა (ქინძმარაულის ქუჩის გაგრძელება)
სამუშაო საათები 11:00 -19:00 საათი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.