კომპანია "ჯი თი მოტორსი" საავტომობილო ბრენდების- Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW, Mini ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- თანამშრომლებთან დაკავშირებული ყოველდღიური საკითხების მართვა;
- კომპანიის მენეჯმენტთან თანამშრომლობით ორგანიზაციის და ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგიის შემუშავება/დანერგვა;
- კომპანიის მენეჯმენტთან თანამშროლობით შიდა ორგანიზაციული კულტურის დანერგვა;
- თანამშრომელთა სამუშაოს შეფასების სისტემის დანერგვა და შესრულების უზრუნველყოფა;
- თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შემუშავება/დანერგვა.
- პროცედურების და დებულებების გაწერა, დანერგვა და შესრულების ადმინისტრირება;
- თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ტრენინგების საჭიროების დადგენა და საორგანიზაციო პროცესში ჩართულობა;
- თანამშრომლების შერჩევის სრული პროცესის მართვა;
- თანამშრომელთა მიღების/ონბორდიგნის სრული პროცესის მართვა;
- კომპანიაში არსებულ პოზიციებზე სამუშაო აღწერილობების შედგენა/განახლება;
- HR ადმინისტრირების მიმართულებით პროცესების უზრუნველყოფა და მართვა;
- დასაქმებულთა პირადი საქმეების მართვა;
- ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის(self.ge) ადმინისტრირება;
- ყოველთვიური სამუშაო დროის აღრიცხვა-კონტროლი;
- შრომითი ხელშეკრულებების მომზადება, ვადების კონტროლი და მასში განსახორციელებელი ნებისმიერი სახის ცვლილების უზრუნველყოფა;
- ყოველთვიური სახელფასო ფაილის მომზადება და ბუღალტერიისთვის გადაცემა;
- HR მიმართულებისთვის საჭირო ბიუჯეტის შედგენა და მართვა;
- კომპანიის თანამშრომელთა დასწრების in/out კონტროლი;
- თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირება;
- Teambuilding აქტივობების დაგეგმვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი (ბიზნეს ადმინისტრირების ან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- HR პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი მოტორსმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.“
გისურვებთ წარმატებას!