Standart

HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი

13 March - 12 April
Details
Address
155 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 18:00

Vacancy description

კომპანია "ჯი თი მოტორსი" საავტომობილო ბრენდების- Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW, Mini ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • თანამშრომლებთან დაკავშირებული ყოველდღიური საკითხების მართვა;
  • კომპანიის მენეჯმენტთან თანამშრომლობით ორგანიზაციის და ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგიის შემუშავება/დანერგვა; 
  • კომპანიის მენეჯმენტთან თანამშროლობით შიდა ორგანიზაციული კულტურის დანერგვა;
  • თანამშრომელთა სამუშაოს შეფასების სისტემის დანერგვა და შესრულების უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შემუშავება/დანერგვა.
  • პროცედურების და დებულებების გაწერა, დანერგვა და შესრულების ადმინისტრირება;
  • თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ტრენინგების საჭიროების დადგენა და საორგანიზაციო პროცესში ჩართულობა;
  • თანამშრომლების შერჩევის სრული პროცესის მართვა;
  • თანამშრომელთა მიღების/ონბორდიგნის სრული პროცესის მართვა;
  • კომპანიაში არსებულ პოზიციებზე სამუშაო აღწერილობების შედგენა/განახლება;
  • HR ადმინისტრირების მიმართულებით პროცესების უზრუნველყოფა და მართვა;
  • დასაქმებულთა პირადი საქმეების მართვა;
  • ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის(self.ge) ადმინისტრირება;
  • ყოველთვიური სამუშაო დროის აღრიცხვა-კონტროლი;
  • შრომითი ხელშეკრულებების მომზადება, ვადების კონტროლი და მასში განსახორციელებელი ნებისმიერი სახის ცვლილების უზრუნველყოფა;
  • ყოველთვიური სახელფასო ფაილის მომზადება და ბუღალტერიისთვის გადაცემა;
  • HR მიმართულებისთვის საჭირო ბიუჯეტის შედგენა და მართვა;
  • კომპანიის თანამშრომელთა დასწრების in/out კონტროლი;
  • თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირება;
  • Teambuilding აქტივობების დაგეგმვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი (ბიზნეს ადმინისტრირების ან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
  • HR პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი მოტორსმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.“

გისურვებთ წარმატებას!

Location
155 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი, საქართველო
13 March - 12 April