"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს, ბრენდული ობიექტების პრემიუმ სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს მომსახურების სტანდარტების დაცვა და გაყიდვების ზრდა.
სამუშაო ადგილი: თბილისი (საბურთალოს სითი მოლი, გურვილი დიდი დიღომი, ი. ჭავჭავაძის გამზირი).
სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი: 6 საათი დღეში.
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე მუშაობა, 1 დღე დასვენება.
სამუშაო საათები: 1 ცვლა 09:50-16:50
2 ცვლა 16:30-21:30
ანაზღაურება: თვის ჭრილში ფიქსირებული 800 + ბონუსი გაყიდვებიდან
ფუნქცია-მოვალეობები:
- ჯორჯიაზ ნეიჩერალის მომხმარებლისთვის პრემიუმ მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლისთვის ორგანული პროდუქტების შეთავაზება და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციის მიღება და თაროებზე განლაგება მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება და სალარო ოპერაციების წარმოება;
- გლოვო, ვოლტი და ბოლტის მომსახურება;
- ობიექტზე ჰიგიენის შენარჩუნება;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სალარო ოპერაციების ცოდნა;
უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- პრეზენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობიანი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- მომხმარებელზე ორიენტირებული;
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.