არომაპროდუქტი

დავით გურამიშვილის გამზირი, თბილისი, საქართველო
Category
Warehouse and packaging
Agriculture
Horeca
Retail
Slogan
„Georgia`s Natural”-ი შექმნილია ისეთი ადამიანებისათვის: ვინც იმსახურებს საუკეთესოს, ვინც მუდამ შრომობს და ვითარდება, ვინც ქმნის და არის შემოქმედი, აქვს მიღწევები და გამარჯვებები, ზრუნავს საკუთარ თავზე და გარშემომყოფ ადამიანებზე, აქვს სოციალური პასუხისმგებლობა გარემოსა და მომავლის მიმართ.
Location
დავით გურამიშვილის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials

Employer summary

კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით. ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ. კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე: https://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural

Popular vacancies