კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW და Mini ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სერვისის მიმღების თანაშემწე / მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სერვისის მიმღებისგან ავტომობილის ჩაბარება და ინფორმაციის მიღება სერვისზე შემოსული ავტომობილის ჩივილის/ხარვეზის თაობაზე;
- ავტომობილის ტრანსპორტირებისას/ტესტ დრაივისას აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სერვისის მიმღებთან;
- ავტომობილის შიდა ტრანსპორტირების დეტალურად ასახვა კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
- ავტომობილების მოწესრიგება შოურუმში განსათავსებლად;
- შეძენილი ან/და სერვისიდან მოწოდებული ავტომობილის შემოწმება და მომხმარებლისთვის გადასაცემად მომზადება;
- აღმოფხვრილი ჩივილების/ხარვეზების დადასტურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ავტომობილის აგებულების ცოდნა;
- ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!