მონდე დეველოპმენტი აცხადებს გაყიდვების მენეჯერის
ვაკანსიას სამშენებლო ობიექტებზე
ძირითადი მოვალეობები:
- მიმდინარე
პროექტის სრულყოფილად შესწავლა
- შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება
- სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრების
ჩატარება (გაყიდვების მენეჯერს არ უწევს პოტენციური კლიენტების
მოძიება-მოზიდვა)
- ობიექტზე
მოსული კლიენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება და
ბინის შერჩევა-გაყიდვა
- კლიენტთან
მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმებამდე (საოპერაციო საკითხების
მოგვარება, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა მსგავსი ტიპის საკითხები არ ეხება გაყიდვების
მენეჯერს)
პიროვნული
თვისებები და უნარები:
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
- მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
- კრეატიული აზროვნება
- ორგანიზებულობა
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ
1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (ნებისმიერ სფეროში)
- საოფისე პროგრამების
საბაზისო ცოდნა
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
სავალდებულოა
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1000 ლარი+მზარდი ბონუსი (ხელფასი საშუალოდ 2000 ლარიდან 5000 ლარამდე
ან მეტი)
ბენეფიტები:
- უძრავი
ქონების გაყიდვების ტრენინგი
- ტელეფონი
და ულიმიტო სასაუბრო
- თვის
ჭრილში 100-200 პოტენციური კლიენტი მენეჯერზე კომპანიის მხრიდან
ოფისის
მისამართები:
- ობიექტზე
ოფისი: დიღომი, ანდრონიკაშვილის 1 (საქალაქო სასამართლოსთან)
- ობიექტზე
ოფისი: ვარკეთილის მეორე რიგი (სვანების ბაზრობასთან, ვარკეთილის მეტროსთან)
- ობიექტზე
ოფისი: სამგორი, მოსკოვის გამზირი 9 (ქვედა სამგორის მეტროსთან)
- ობიექტზე
ოფისი: აფრიკა, ჭიჭინაძის ქუჩა (ქინძმარაულის ქუჩის გაგრძელება)
სამუშაო
საათები 11:00 -19:00 საათი
დაინტერესებულ
პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე.