Standart

სამეურნეო განყოფილების უფროსი

28 March - 27 April
Details
Address
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Experience
2-3 years

Vacancy description

კომპანია „ისი-პარი“ 1995 წლიდან  ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე.  პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში. 

„ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა. 

„ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

„ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს.

„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას  სამეურნეო განყოფილების უფროსის პოზიციაზე 

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 17ა
სამუშაო გრაფიკი: ადმინისტრაციული სამუშაო გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზება, კომპანიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალური ინვენტარით უზრუნველყოფა;
  • საინვენტარიზაციო საქმიანობის კოორდინაცია და წარმართვა;
  • მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ასევე, მათთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა;
  • კომპანიისთვის საჭირო ინვენტარის შეძენის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მეცნიერებების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება 3 წელი აღნიშნულ პოზიციაზე;
  • MS Office ცოდნა;
  • უცხო ენების ფლობა:
  • ინგლისური (სასურველია)
  • რუსული (სასურველია)
დამატებითი ინფორმაცია:

  • კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან;
  • პროფესიული ტესტირება;
  • გასაუბრება გენერალურ მენეჯმენტთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 აპრილი, 2024 წ.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, წაშლა ან სხვა ცვლილება რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge 

Location
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
28 March - 27 April