Premium

ტექნიკოსი (ინსტალატორი)

11 April - 01 May
Details
Address
Aleksandr Andronikashvili St, თბილისი
Salary
1000 ₾ + Bonus
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 18:00
Skills
ავტომანქანის მართვის მოწმობა (მინიმუმ კატეგორია B)

Vacancy description

ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 5 (ხუთი)

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20/04/2024

დასაქმების სავარაუდო თარიღია: დაუყოვნებლივ

თანამდებობის ზოგადი მიზანია: პროექტის შესაბამისად საინსტალაციო სამუშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება, სპეციალობა-ტექნიკური;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
  • უპირატესობად ჩაითვლება ელექტრიკოსის თანრიგის ქონა;
  • სასურველია: ინგლისური ენა „Intermediate“დონეზე, რუსული ენის ცოდნა;
  • დაკაბელების ცოდნა.
  • ტექნიკური ნახაზის გარჩევა;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და ანალიზის უნარი;
  • პრობლემების აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა (მინიმუმ კატეგორია B);
ძირითადი მოვალეობები:

  • ელექტრული და სტრუქტურიზებული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხებისა და აქსესუარების გაყვანა და მონტაჟი,
  • დაბალ ძაბვიანი (1000 ვოლტამდე) სისტემების ინსტალაცია.
  • IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების მოწყობილობების და კაბელების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით ინსტალაცია.
  • IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების კაბელების ტერმინაცია სტანდარტების მიხედვით.
  • სქემების გრაფიკული დახაზვა.
  • საჭიროებისამებრ ხვადასხვა სტანდარტების მოთხოვნების შესწავლა.
  • ობიექტებზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას ტექნიკოსების გუნდის მართვა, ინსტალაციის დროს პრობლემების გამოჩენის შემთხვევაში დროული ინფორმირება PM-ის და ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის
  • პროექტის მიხედვით სტრუქტურული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხების და აქსესუარების დიზაინი, ჩამონათვალის გაკეთება
სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება: კომბინირებული (ფიქსირებული (1000 ლარი) + გამომუშავებითი კომპონენტი (ზედა ზღვარი შეზღუდული არ არის და დამოკიდებულია მუშაობაზე);
  • ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა-გოლდი, საოჯახო პაკეტი - საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია;
 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე იმუშავებს შუალედში 1 საათიანი დასვენების გათვალისწინებით;(პროექტის მიმდინარეობის შესაბამისად, შეიძლება სამუშაო განრიგი შეიცვალოს, თუმცა გარანტირებულად დაცული იქნება შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა პირობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში)

სამუშაო ადგილი: ვეზირის ოფისის მისამართია თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 7 (თუმცა პროექტებიდან გამომდინარე სამუშაო ობიექტი ცვალებადია)

ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი ხელშეკრულება , შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად.

დასაქმებულის უფლებები:

შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი CV . დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.
Location
7 Luarsab Andronikashvili St, თბილისი, საქართველო
Socials
11 April - 01 May