შპს ვეზირი

7 Luarsab Andronikashvili St, თბილისი, საქართველო
მისამართი
7 Luarsab Andronikashvili St, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები

დამსაქმებელი

ვეზირი ტელეკომუნიკაციისა და უსაფრთხოების სისტემების ინტეგრატორი კომპანიაა. ჩვენ 1996 წლიდან ვზრუნავთ, ამ სფეროში არსებული მსოფლიო მიღწევები ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგიონში მოქმედი ორგანიზაციებისთვის. კომპანიას განხორციელებული აქვს ორასზე მეტი პროექტი ასზე მეტი დამკვეთისთვის. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია ტელეკომუნიკაცია, IT, უსაფრთხოება, SCADA და ტელემეტრია. საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობის დაცვა და კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება უწყვეტად მზარდი ხარისხის გარანტიაა, ხოლო მუდმივი გაუმჯობესება – ჩვენი უცვლელი რუტინა. ვეზირი საქმიანობს ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნების შესაბამისად და 2008 წლიდან ფლობს ISO 9001 ხარისხის მართვის სერთიფიკატს ტელეკომუნიკაციის, ტელემეტრიის, ავტომატიზაციის და უსაფრთხოების სისტემების დიზაინის, მონტაჟის, გაშვების, გაყიდვების შემდგომი მომსახურების და კერძო დაცვითი საქმიანობისთვის.

მიმდინარე ვაკანსიები