კომპანია BinaHub - ბინაჰაბი აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტი/გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
“ბინაჰაბი” ბაზარზე ინოვაციური, ტექნოლოგიური უძრავი ქონების სააგენტოა, რომლის მიზანია დანერგოს და მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების ახალი მიდგომები, საკუთარი ონლაინ-პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენი უპირატესობა:
- ძირითადი პროცესების ავტომატიზაცია;
- BinaHub CRM სისტემის საშუალებით ბაზების მართვა და კლიენტთან კომუნიკაციის წარმოება;
- BinaHub CRM სისტემის ინტეგრაცია პოპულარულ უძრავი ქონების საიტებთან;
- BinaHub ონლაინ-პრატფორმის საშუალებით უძრავი ქონების შეძენის მოთხოვნების მიღება;
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია ონლაინ-პლატფორმის, ტელეფონით ან სოციალური მედიის საშუალებით;
- ბინის მეპატრონესთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციისა და მასალის შეგროვება;
- სხვადასხვა საიტებზე და სოც. მედიაში გასაყიდი ბინების განთავსება;
- ბინის დათვალიერების მიზნით შეხვედრის ორგანიზება და ჩატარება;
- ეფექტური მოლაპარაკების უზრუნველყოფა;
- ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების მონიტორინგი;
- უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად) ან გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სხვა სფეროში გამოცდილება;
- აუცილებელია გამართული კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური აგრეთვე წერილობითი;
- აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
- ეფექტური გაყიდვების მართვის უნარი
პიროვნული თვისებები და უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ინფორმაციის ანალიზის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მიზანდასახულობა;
- ორგანიზებულობა;
ანაზღაურება: % დახურული გარიგებიდან (1000-3000+ ლარი)
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (11:00-დან 19:00-მდე) მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო, ჟ. შარტავა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს !