კომპანია „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში.
„ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.
„ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვებაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.
„ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს.
„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თელავში
სამუშაო ადგილი - ქ. თელავი
სამუშაო გრაფიკი - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი გრაფიკი
საკონტაქტო ინფორმაცია - 577 28 80 04; hr-iciparis@prestige.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში შემოსული მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
- ბრენდების პროდუქციის ნაშთების ანალიზი და შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის მენეჯერისთვის;
- ბრენდების თაროებზე განლაგების კონტროლი და მონიტორინგი;
- მაღაზიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
- მომხმარებლისთვის მიმდინარე აქციების შეთავაზება;
- პროდუქციის მიღება-დალაგებასა და აღწერაში მონაწილეობა;
- მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სასურველია მომსახურების/გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- საბონუსე სისტემა
- ინტენსიური ტრენინგები, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა
- შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობა
- სწავლების დაფინანსება
- საინტერესო კონკურსები
- ბრენდული საჩუქრები
- სამოტივაციო აქტივობები
- ფიტპასი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2024 წლის 01 მაისამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, წაშლა ან სხვა ცვლილება რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge