Standart

სივრცის კონსულტანტი (მითერი)

14 May - 13 June
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

კომპანია „ისი-პარი“ 1995 წლიდან  ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე.  პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში. 

„ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა. 

„ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვებაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

„ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს.

„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას  სივრცის კონსულტანტის (მითერის) პოზიციაზე ქ. თბილისში
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი (I ცვლა - 10:00-15:30 სთ; II ცვლა - 15:30-21:00 სთ)
საკონტაქტო ინფორმაცია - 577 28 80 04; hr-iciparis@prestige.ge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პირველადი კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;
  • მომხმარებლისთვის მიმდინარე აქციების შესახებ საბაზისო ინფორმაციის შეთავაზება;
  • საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შეფუთვა;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიის სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
კომპანიაში არსებული ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • საბონუსე სისტემა
  • ინტენსიური ტრენინგები, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა
  • შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობა
  • სწავლების დაფინანსება
  • საინტერესო კონკურსები
  • ბრენდული საჩუქრები
  • სამოტივაციო აქტივობები
  • ფიტპასი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2024 წლის 1 ივნისამდე

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Location
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
14 May - 13 June