კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების - Jaguar Land Rover, BMW,Mini, Ford, Suzuki -ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში არესებული სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებული საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა - ელექტროობა, დასუფთავება, სანტექნიკა და სხვა;
- ოფისის მომარაგება სხვადასხვა სახის სამეურნეო, საკანცელარიო და საოფისე ინვენტარით;
- შესყიდვისა და მოწოდების პროცესის ოპტიმიზაცია და მართვა;
- შეძენილი საქონლის ან მიღებული მომსახურების ვადების და ხარისხის კონტროლი;
- ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების პროცესის სრულად მართვა - შესყიდული პროდუქციის/მომსახურების დოკუმენტაციის აღრიცხვა და შესაბამის დეპარტამენტში დროულად მიწოდება;
- ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
- სამშენებლო და სარემონტო პროცესის ზედამხედველობა;
- კომპანიაში არსებული ტექნიკის, ელ. მომარაგების და ოფისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველჰყოფა და მონიტორინგი;
- ბაზრის კვლევა - მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, ფასების შედარებითი ანალიზი, უკვე არსებული მომწოდებლების პერიოდული გადახედვა და განახლება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის პროცესის კოორდინირება და კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტინგი შესრულებული სამუშაოების შესახებ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- პუნქტუალურობა;
- დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!