კომპანია "ჯითი მოტორსი" საავტომობილო ბრენდების- Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW, Mini ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას EVHC (Electronic Vehicle Health Check) სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ავტომობილის, სერვისში მოხვედრამდე ვიზუალური ინსპექცია პროცესისთვის გამოყოფილ შესაბამის სივრცეში;
- ექსტერიერის და ინტერიერის დაზიანებების იდენტიფიცირება და შესაბამის პროგრამაში დაფიქსირება;
- შესაძლებლობის შემთხვევაში, ცვეთადი დეტალების მდგომარეობის იდენტიფიცირება;
- საექსპლუატაციო სითხეების დონის გადამოწმება. (გამაგრილებელი, სამუხრუჭე, მინის საწმენდი სითხეები და სხვა).
- საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის EVHC სივრცეში შეყვანა/გამოყვანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სერვისის ოპერაციების ცოდნა;
- ავტომობილის ზოგადი აგებულების ცოდნა;
- ავტომობილის ცვეთადი დეტალების მდგომარეობის იდენთიფიცირების უნარი;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა, არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილებით.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!