კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების - Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BmW, Mini ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სათადარიგო ნაწილების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მომხმარებლისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილის მოძიება, ფასების და მომსახურების დეტალების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
გაწეული მომსახურეობის მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი;
ნაწილების და აქსესუარების ლოჯისტიკურ პროცესებში მონაწილეობა, ჩამოსვლის ვადების კონტროლი და მომხმარებლის ინფორმირება;
სათადარიგო ნაწილების რეალიზაციის ზრდაზე და გეგმის შესრულებაზე ორიენტაცია;
ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
კომპანიაში მიმდინარე აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
მსგავს თანამდებობაზე და სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office);
ავტომობილის საერთო მოწყობილობის კარგად ცოდნა;
ავტომობილის კატალოგთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
დროის მართვის უნარი;
გუნდურად მუშაობის უნარი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!