Standart

ინსტალატორი/ტექნიკური ჯგუფის სპეციალისტი

29 May - 28 June
Details
Address
ადამ მიცკევიჩის ქუჩა, თბილისი
Salary
800-1500 ₾
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
10:00 - 19:00
Languages
ქართული
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Department
Operations

Vacancy description

"მუსიკის სახლი" არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, რომელიც 19 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ დროისათვის 2 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში.

მაღაზია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Casio, Roland, GEWA, Orla, Fender, Alhambra, Ibanez, SHURE, Pioneer Dj, Presonus, Marshall, Meinl, Tama და სხვა.

ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, პროფესიონალური განათებისა და გახმოვანების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, როგორც კაფე-ბარებისა და კლუბების, ასევე საკონცერტო და თეატრალური დარბაზების აღჭურვა.

გუნდის ზრდასთან დაკავშირებით მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ინსტალატორის/ტექნიკური ჯგუფის სპეციალისტის ვაკანსია.

ძირითადი პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მიცკევიჩის 27 ბ
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ
  • ანაზღაურება 800-1500 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები + ბონუსები პროექტებიდან. ფიქსირებული ანაზღაურების ზუსტი ოდენობა შეთანხმდება უშუალოდ გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ფიტპასი
  • მივლინებაში გამგზავრება პროექტის ლოკაციის შესაბამისად საქართველოს ფარგლებში
ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •  სასურველია მაპროფილებელი მიმართულებით პროფესიული (კოლეჯი), ან უმაღლესი განათლება;
  • სასურველია აუდიო, ვიდეო, განათებისა და ქსელის საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია სარჩილავთან მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:

  •  ლოკაციებზე მოკვლევითი სამუშაოების წარმოება/დაგეგმვა;
  •  პასიური ქსელის მონტაჟი და ტექნიკურად გამართვა ტექნიკური დავალების ან/და ნახაზების მიხედვით;
  • ობიექტზე არსებული ხარვეზების გამოსწორება;
  • ქსელის დაგეგმარება, მონტაჟი/დემონტაჟი;
  • დაზიანებების აღმოფხვრა და სერვისი;
  • აუდიო, ვიდეო და განათების ტექნიკის მონტაჟი/დემონტაჟი;
  • დაკაბელება;
  • ქსელურის ტექნიკის მონტაჟი/დემონტაჟი;
განაცხადების მიღება მიმდინარეობს - 2 ივნისის ჩათვლით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა
  • ონლაინ გასაუბრება
  • პირისპირ გასაუბრება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
29 May - 28 June