Premium +

გადაზიდვების სპეციალისტი

03 June - 20 June
Details
Address
ქეთევან დედოფლის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
10:00 - 18:30
Languages
ქართული, English, Русский
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Department
Customer service

Vacancy description

UPS-ის და UPS SCS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი საქართველოში, შპსმერიდიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას გადაზიდვების პეციალისტის პოზიციაზე


UPS-ი არის გლობალური ლიდერი მსოფლიო გადაზიდვების ბაზარზე, რომელიც წარმატებით იკავებს მოწინავე ადგილებს დაარსების დღიდან. მას 118 წლიანი ისტორია აქვს და საქართველოს ბაზარზე პირველად 1996 წელს შემოვიდა და 28 წელია წარმატებით ოპერირებს. საქართველოში UPS-ის მომსახურების საქართველოში განხორციელების ექსკლუზიური უფლება აქვს მხოლოდ შპს მერიდიან ექსპრესს

   

შპს მერიდიან ექპსრესის მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდება, მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომების საფუძველზე მუშაობა, ინოვაციური პროდუქტების დანერგვა და თანამშრომელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა.

   

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გენებათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა, იმუშავებთ დადებითად განწყობილ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლებთან ერთად.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • გზავნილების გაგზავნა/მიღებასთან დაკავშირებულ დეტალებზე კომუნიკაცია კლიენტებთან ან/და უცხოელ პარტნიორებთან, ელ. ფოსტის ან/და სატელეფონო ზარის მეშვეობით;
  • გზავნილების გაგზავნა/მიღების ტარიფების დაანგარიშება შესაბამის პროგრამაში;
  • საჭიროების შემთხვევაში, კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;
  • გზავნილების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება/კონტროლი;
  • გზავნილის ადგილმდებარეობის გადამოწმება UPS-ის ელ. ხელსაწყოებით; 
  • გზავნილების ინფორმაციის დამუშავება და სათანადო სისტემებში ინფორმაციის სისტემატური შეტანა და მონიტორინგი;
  • გზავნილების საბუთების დახარისხება და დამუშავება, რეპორტების წარმოება ექსელის და სისტემების მეშვეობით;
  • სატელეფონო ზარების პასუხი და შესაბამის განყოფილებებთან გადამისამართება (საჭიროების შემთხვევაში);
  • არასტანდარტული შემთხვევების განხილვა-შეთანხმება ზემდგომ მენეჯერთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრიატი, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების განხრით.
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში და განსაკუთრებით ლოჯისტიკის განხრით მუშაობის გამოცდილებას;
  • კომპიუტერული უნარ ჩვევების, MS Excell, MS Word, MS Power Point -ის ფლობა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ფლობა;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონე - სავალდებულო, რუსული ენა B2 დონე - არასავალდებულო, მაგრამ სასურველია;
  • სწრაფი ბეჭდვის უნარი.
უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები:

  •       პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •       პუნქტუალურობა;
  •       სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  •       დრო ეფექტურად მართვის უნარი;
  •       მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი;
  •       ეფექტური და გამართული კომუნიკაციის უნარი;
  •       ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  •       სტრესული სიტუაციების გაწონასწორებულად და ეფექტურად მართვის უნარი;
  •       ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  •       შედეგზე ორიენტირებულობა;
  •       მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.

კანდიდატთა შერჩევა:


კანდიდატები შერჩევის პროცედურა მოიცავს ოთხ ეტაპს:

I ეტაპი: კანდიდატთა შერჩევა მათგან მიღებული რეზიუმეების საფუძველზე;

II ეტაპი: გასაუბრება;

III  ეტაპი - სატელეფონო;

IV ეტაპი - კომპანიის ოფისში;

გასაუბრების IV ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადით დასაქმება.


სამუშაო განრიგი:


  • ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 18:30 საათამდე
  • შესვენება - 1 საათი
კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვისდაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV).
Category
Logistics
Location
ქეთევან დედოფლის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
03 June - 20 June