UPS-ი არის გლობალური ლიდერი ლოჯისტიკაში მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც წარმატებით იკავებს მოწინავე ადგილებს დაარსების დღიდან ადგილობრივი თუ საერთაშორისო მომსახურების მიმართულებით. UPS-ს118 წლიანი ისტორია აქვს და საქართველოს ბაზარზე პირველად 1996 წელს შემოვიდა და 28 წელია წარმატებით ოპერირებს. UPS-ის მომსახურების განხორციელების ექსკლუზიური უფლება საქართველოში აქვს მხოლოდ შპს მერიდიან ექსპრესს.
შპს მერიდიან ექპსრესის მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდება, მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომების საფუძველზე მუშაობა, ინოვაციური პროდუქტების დანერგვა და თანამშრომელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გექნებათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა, იმუშავებთ დადებითად განწყობილ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლებთან ერთად.