Standart

სერვისის მიმღები

11 June - 11 July
Details
Address
155 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW და Mini ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სერვისის მიმღების პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • მომხმარებლის სწრაფი და დროული მომსახურება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • მომხმარებლისთვის სერვისის საჭირო დროის დადგენა, ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა;
  • მომხმარებლის პროგრამულ სისტემაში დარეგისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • მიღებული ავტომობილის გაფორმებისას მისი წინასწარი დათვალიერება (საჭიროების შემთხვევაში ტესტ-დრაივზე გასვლა) და შესაბამის დოკუმენტში ყველა სავალდებულო ველის სრულყოფილად შევსება;
  • მომხმარებლის ვიზიტების დაგეგმვა და მოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა;
  • სერვისის სამუშაოების შესრულების დროის და ხარისხის კონტროლი;
  • სერვისის სამუშოებისას გამოვლენილი დამატებითი სამუშაოების საჭიროების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
  • მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესაბამისი ღირებულების გადახდის კონტროლი;
  • კომპანიაში მიმდინარე აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
  • ნაწილების და აქსესუარების ლოჯისტიკური პროცესების ზედამხედველობა;
  • გაწეული მომსახურეობის მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი;
  • სატენდერო/კომპანიის ავტომობილის მომსახურებისას, მათი ინდივიდუალური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მომსახურება;
  • სერვისის მძღოლების შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადების კონტროლი;

აუცილებელი მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office);
  • ავტომობილის საერთო მოწყობილობის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:


  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.


გისურვებთ წარმატებას!


Location
155 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი, საქართველო
11 June - 11 July