კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW და Mini ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სერვისის მიმღების პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის სწრაფი და დროული მომსახურება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- მომხმარებლისთვის სერვისის საჭირო დროის დადგენა, ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა;
- მომხმარებლის პროგრამულ სისტემაში დარეგისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- მიღებული ავტომობილის გაფორმებისას მისი წინასწარი დათვალიერება (საჭიროების შემთხვევაში ტესტ-დრაივზე გასვლა) და შესაბამის დოკუმენტში ყველა სავალდებულო ველის სრულყოფილად შევსება;
- მომხმარებლის ვიზიტების დაგეგმვა და მოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა;
- სერვისის სამუშაოების შესრულების დროის და ხარისხის კონტროლი;
- სერვისის სამუშოებისას გამოვლენილი დამატებითი სამუშაოების საჭიროების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
- მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესაბამისი ღირებულების გადახდის კონტროლი;
- კომპანიაში მიმდინარე აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
- ნაწილების და აქსესუარების ლოჯისტიკური პროცესების ზედამხედველობა;
- გაწეული მომსახურეობის მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი;
- სატენდერო/კომპანიის ავტომობილის მომსახურებისას, მათი ინდივიდუალური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მომსახურება;
- სერვისის მძღოლების შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადების კონტროლი;
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office);
- ავტომობილის საერთო მოწყობილობის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!