სასტუმრო “აფიშა”, ეძებს გუნდის წევრებს, რომელებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანმშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.
სასტუმრო “აფიშა” სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.
სასტუმრო აფიშაში, საწყობის სპეციალისტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს სასტუმროს საწყობის და მის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებული პროცესების სწორად დაგეგმვა და წარმართვა.
ძირითადი მოვალეობები:
საწყობის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება: ახალი სამუშაო პროცესებისა და პროცედურების ჩამოყალიბება, დოკუმენტების შემუშავება, ფორმების დანერგვა ისეთი როგორიცაა მიღება, გაცემა, გადაცემა, სასაქონლო მარაგების მოძრაობა, პროცესის კონტროლი.
სასაწყობე აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა;
სასაწყობე პროცესის და პროცედურების განხორციელება: საქონლის მიღება, აღრიცხვა, კლასიფიცირება, მარკირება, განთავსება, გაცემული და საწყობში მიბრუნებული მასალების კონტროლი;
საწყობის პირობების და წესრიგის მონიტორინგი: რაოდენობების კონტროლი, სისტემური დადარება, შენახვის პირობების, სწორად განთავსების და წესრიგის უზრუნველყოფა;
ინვენტარიზაცია და მარაგების მართვა: საწყობის ინვენტარიზაცია, ნაშთებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, სასაქონლე მარაგების ნაშთების კონტროლი, ფინანსურ დეპარტამენტთან მჭიდრო კომუნიკაცია და რეპორტინგის წარმოება.
რეპორტინგი: მოთხოვნის შესაბამისად, გენერალურ მენეჯერთან საჭირო რეპორტების შედგენა და წარდგენა. ფინანსური დეპარტამენტისთვის თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება და საჭირო რეპორტების მიწოდება.
შრომის რეგულაციების უსაფრთოების დაცვა.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
კარგი ორგანიზაციული და დროის მართის უნარები;
საწყობის მართვის სისტემების და საოფისე პროგრამების ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.