კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქიში“ ვეძებთ სატელეფონო ცენტრის ოპერატორს და მისი ფუნქციები იქნება:
- შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და მომხმარებელთა მომსახურება, სტანდარტების დაცვით;
- სოციალურ ქსელებში მესიჯებზე და პოსტების კომენტარებზე დროული რეაგირება;
- არსებული და პოტენციური კლიენტების ინფორმირება კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, როგორც სატელეფონო კომუნიკაციით, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით;
- მომხმარებლის მიერ მოწოდებული კითხვების/საკითხების იდენტიფიცირება, ანალიზი და დახმარების გაწევა (საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან გადამისამართება);
- მომხმარებელთან კომუნიკაციის დეტალების შესახებ კომენტარის დაფიქსირება CRM-ში;
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენაჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
- დავალების შემთხვევაში, გამავალი ზარების განხორციელება და ადრესატებისთვის ინფორმაციის მიწოდება, სკრიპტის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
- Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი კომუნიკაციის ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული უნარი;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
- მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
- სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში (გრაფიკი ცვლებით);
- ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები);
- ბონუსი: მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 21 ივლისის ჩათვლით: https://wrk.ge/4eyjIj