ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
ROOMS - ი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური მარკეტინგული დავალებების განსაზღვრა, ჩართულობა და კოორდინაცია;
- კონტენტ კალენდრის კონტროლი და საჭირო მასალების თავმოყრა;
- დაგეგმილი აქტივოვების მიხედვით მარკეტინგულ კამპანიებში მონაწილეობის მიღება და აღსრულება;
- პროდაქშენის მიმართულებით სტამბებთან კომუნიკაცია, შეკვეთების განთავსება და კონტროლი (ხარისხის, გადარიცხვების);
- ღონისძიებებისთვის საჭირო მასალის/პროგრამის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- მარკეტინგის ბიუჯეტის მართვა და ხარჯების კონტროლი;
- ადმინისტრაციულ საკითხების მართვა, მათ შორის შეხვედრების დაგეგმვა, მარკეტინგის კალენდრების მართვა და მარკეტინგული მასალების ორგანიზება;
- ბრენდის თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა ყველა მარკეტინგულ არხსა და მასალაში;
- სხვადასხვა დეპარტამენტებთან მჭიდროდ თანამშრმლობა და კოორდინაცია.
დამატებითი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის, ბიზნესის, ან მომიჯნავე სფეროში;
- აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
საჭირო უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კრეატიული მოაზროვნე;
- კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარება;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- დაზღვევა;
- სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 აგვისტომდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.